რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც მას სირიაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი სამხედრო შეტაკებების საფრთხეზე ჰკითხეს.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ ეს არავის არ სურს და ამერიკული მხარის ინიციატივით, ჩვენ ასეთი კონფლიქტების პრევენციის მიზნით თავის დროზე სპეციალური მექანიზმი შევქმენით.
ჩვენი გარკვეული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს უშუალო კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაზე შეუძლიათ კონსულტაციები გამართვა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არავის არანაირი შეტაკება არ სურს“, – განაცხადა პუტინმა.