რუსეთმა შესაძლოა ბირთვული დოქტრინა შეცვალოს – დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი

17
spot_img

რუსეთმა შესაძლოა ბირთვული დოქტრინა შეცვალოს. სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ამ განცხადებას სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ რუსეთის მიმართ გამოწვევები და საფრთხეები გაიზრდება.

ამასთან დუმის წარმომადგენელი იმასაც აცხადებს, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შესაძლებლობაზე განცხადება, მანამდე ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა.