“რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების მორიგ წინადადებაზე თქვა უარი” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

17
spot_img

რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე მორიგ წინადადებაზე თქვა უარი. ამის შესახებ სახელმწიფო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეტიუ მილერმა განაცხადა.

მისი ცნობით, ეს იყო „მნიშვნელოვანი“ წინადადება. თუ რას სთავაზობდა ვაშინგტონი მოსკოვს, მეტიუ მილერს არ დაუკონკრეტებია.

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 2023 წლის 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა. ევან გერშკოვიჩს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.