რუსეთმა 9 მაისის აღლუმები გააუქმა – ბრიტანეთის დაზვერვა

99
spot_img

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის ხელმძღვანელობაში საფრთხის მზარდ გრძნობაზე, რომელიც კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქებას უკავშირდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ექვს რეგიონსა და 21 ქალაქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში უკვე გააუქმეს 9 მაისის აღლუმები. გარდა ამისა, კრემლი არ გამართავს საზეიმო მიღებას, ხოლო მოსკოვში სავარაუდოდ, უფრო მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, 9 მაისის ღონისძიებების გაუქმებაზე გავლენა სავარაუდოდ პროტესტებმა და უკრაინაში ომით უკმაყოფილებამაც იქონია.