რუსეთის სარდლობა პუტინს არწმუნებს, რომ თავდაცვაზე გადასვლაა საჭირო – ISW

106
spot_img

რუსეთის სარდლობა ცდილობს, ვლადიმერ პუტინი დაარწმუნოს, რომ თავდაცვით სამხედრო ოპერაციებზე გადასვლაა საჭირო. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ( ISW) ანგარიშშია საუბარი.

სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ასევე „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი სავარაუდოდ, სათანადოდ აფასებენ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის საფრთხეს, თუმცა მათ პუტინისთვის ამ აზრის პირდაპირ თქმა უჭირთ.

ამასთან, როგორც ISW წერს, პუტინი დაჟინებით მოითხოვს, კონტრაქტორები შეტევების გასაძლიერებლად იქნან გაგზავნილი, რითაც, ექსპერტების შეფასებით, ელიტარული დანაყოფების უსარგებლო ბრძოლებში გაწირვა უწევთ“.

თუმცა, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინს სხვა გეგმები აქვს.

„პრიგოჟინი და ულტრანაციონალისტური საზოგადოების ზოგიერთი ფრთა შესაძლოა ცდილობდნენ რუსული შიდა მედია სივრცის მომზადებას გაყინული ფრონტის ხაზების პერსპექტივისთვის, რომელიც პოტენციურად, ახლოს იქნება 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებულ ხაზებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.