რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

49
spot_img

რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, – ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.

ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყება.