რუსეთის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

23
spot_img

რუსეთის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს.

არსებული ცნობით, დღეს დილით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სამი აფეთქების ხმა გაისმა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ რიაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.