რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა

28
spot_img

რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„კრემლისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის ამერიკის ხელისუფლების მიერ მასობრივად დაწესებულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციაში შესვლა 227 ამერიკელისთვის იხურება, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში მონაწილეობენ, ასევე უშუალოდ არიან ჩართული ანტირუსულ ქმედებებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, რუსული „სტოპ-ლისტის“ გაფართოება მიზნად ისახავს „უბრალო ჭეშმარიტების შესახებ ვაშინგტონის ცნობიერების რეფლექსურ დონეზე კონსოლიდაციას, რომ ნებისმიერი აგრესიული მცდელობა დაუსჯელი არ დარჩება და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“.