რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების გამო 26 ნოემბერს ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება

10
spot_img

რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქ დნიპროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით დაბომბვის გამო 26 ნოემბერს ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში ჩატარდება. მასში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და უკრაინის ელჩები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ პირველად გამოიყენა ბალისტიკური კონტინენტთაშორისი რაკეტა. მან უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე „იუჟმაშის“ სამხედრო საწარმო დაბომბა.