“ჩემი ცხოვრების გზა” – რუსუდან მუმლაძის სოლო კონცერტი

11
spot_img

2024 წლის 25 ნოემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მუსიკოსისა და მომღერლის, რუსუდან მუმლაძის სოლო კონცერტი – ჩემი ცხოვრების გზა“. რომელსაც მუსიკალური ნოველის ფორმატში შესთავაზებს მსმენელს და თავად მომღერალი წარუძღვება.

რუსუდან მუმლაძე შეასრულებს როგორც ახალ, ასევე ცნობილ  სიმღერებს ახალი ინტერპრეტაციით. მსმენელს ელის მრავალმხრივ საინტერესო სანახაობა და მუსიკალური კოლაბორაციები ცნობილ მუსიკოსებთან.

მონაწილეობენ:

  • ოთარ მაღრაძე, გოგი ჩლაიძე, დავით გველესიანი, სოსო ლალიაშვილი, ლუდა დუნდუა, ანსამბლი “The Bookmarks”, თბილისის ბავშვთა კაპელა, ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფრესკა”.

მუსიკოსები:

  • გვანცა გიგიბერია (საქსოფონი), ირინა მირიანაშვილი, ქეთევან თავშავაძე (ვიოლინო).

მსახიობები:

  • ნინო ლეჟავა, ნატო ჩხეიძე, ირინა შიუკაშვილი.

ქვიშის არტისტი:

  • ნონა გიუნაშვილი.

მუსიკალური არანჟირებების ავტორი:

  • ზურა ლალიაშვილი.

რეჟისორი:

  • თამაზ ქარაული.

კონცერტი ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.