რუსეთის სახელმწიფო დუმამ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
ამრიგად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.(ამჟამად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო “ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან 20 წლამდე გაიზარდა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს. მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა.