“რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით, ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია” – ზელენსკი

31
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და დასძინა, რომ სიტუაცია რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარები არიან მობილიზებული, უკიდურესად რთულია.

ზელენსკიმ ამის შესახებ კუპიანსკში ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა უკიდურესად რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთში, ზუსტად იქ, სადაც რუსეთის ჯარებს აქვთ მაქსიმალური რეზერვები ჰყავთ მობილიზებული. ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა პოლონეთის საზღვართან არსებულ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ ეს სიტუაცია არ შეიძლება, ნორმალურად ან ჩვეულებრივად იყოს აღქმული.

„ჩვენ გვჭირდება მარტივი და მკაფიო სამართლიანობა. ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე. ასე რომ, ფაქტობრივად, საქმე არა მარცვლეულს, არამედ პოლიტიკას ეხება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.