რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ – ვიმედოვნებ, მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო – ასლან ბჟანია

21
spot_img

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამავე დროს, სოხუმის ხელისუფლება მოელის, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება, – ამის შესახებ “რია ნოვოსტის” აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა

„ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდინარე ფსოუს საგუშაგო ზაფხულში – ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში – თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ძველი ხიდით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო. იქნება საზღვარი, მაგრამ გამშვები პუნქტი საბოლოოდ ზედმეტი გახდება”, – აღნიშნა ბჟანიამ.