სანქციების მიუხედავად, რუსეთი ძვირად ღირებული ბრიტანული მანქანების მიღებას აგრძელებს – Sky News

24
spot_img

სანქციების მიუხედავად, ბრიტანელი მწარმოებლების ძვირად ღირებული მანქანების იმპორტი რუსეთში კვლავ ხდება მესამე ქვეყნების მეშვეობით, – ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ის ანალიზზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან რუსეთში ბრიტანული მანქანების პირდაპირი ექსპორტი ნულამდე დაეცა. თუმცა, იზრდება ექსპორტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში აზერბაიჯანში.

გასულ წელს ბრიტანეთიდან აზერბაიჯანში 273 მილიონი ფუნტის ღირებულების ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1,86%-ით მეტია რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით.

გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ ბრიტანეთიდან აზერბაიჯანში მანქანების ექსპორტის უპრეცედენტო ზრდასთან ერთად, ამ ქვეყნიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ექსპორტირებული ბრიტანული მანქანების საშუალო ღირებულება 100 000 ფუნტ სტერლინგს აღემატებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მანქანები ძირითადად ძვირად ღირებულია.

ამავდროულად, ბრიტანელი მწარმოებლები აცხადებენ, რომ იცავენ სანქციებს და არ ყიდიან აკრძალულ მანქანებს რუსეთის ფედერაციაში.