უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმების საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვეს. არცერთი რაკეტა მიზანს არ მოხვედრია.
აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ მტრის 850 ჯარისკაცი მოკლეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებმა 411 500 ჯარისკაცს გადააჭარბა.