რუსებმა უკრაინას 8 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა რვავე გაანადგურეს

22
spot_img

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კი S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით შეუტიეს.

„განადგურდა მტრის რვა უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.