რუსებმა თითქმის დაიპყრეს მარინკა – ბრიტანეთის დაზვერვა

41
spot_img

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების ანალიტიკოსების შეფასებით, რუსი ოკუპანტები ბოლო პერიოდში ნელ-ნელა წინ მიიწევენ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ნანგრევებში და ქალაქი თითქმის დაიპყრეს, თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ის თითქმის სრულად განადგურებულია.

დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსების ოპერაცია მარინკაში შემოდგომის შეტევის ნაწილია, რომლის მიზანსაც დონეცკის ოლქის დარჩენილ ნაწილზე კონტროლის გაფართოებაა.

„რუსები ამჟამად სრულად აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, ხოლო მცირე ტერიტორიები მარინკას დასავლეთ გარეუბანში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში დრონით გადაღებულ კადრებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, ქალაქი, რომელშიც ომამდე დაახლოებით 9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად განადგურებულია.