რუსებმა ხარკოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს

25
spot_img

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამსართულიანი სასტუმრო განადგურდა.

მისივე თქმით, მაშველებმა ორი ქალი და ერთი მამაკაცი გადაარჩინეს, თუმცა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი.