რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.
„შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, – აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.
28 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.