“რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის” – კახა კალაძე

14
spot_img

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

მერის თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, გაგრძელდება. ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, რომ დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი. არც ვფიქრობ მაგ თემაზე. ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის. რაღაც ვერ გაინაწილებს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა, არ ვიცი.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პარტიაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რათა ეს  ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“,  ვინ სად და როგორც იქნება, ეს არც მე და ვფიქრობ, არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.