როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი-ზელენსკი

32
spot_img

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როგორც ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საკითხში“, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, მან მადლობა გადაუხადა ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს კიევის უსაფრთხოების პაკეტის შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.