“როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, ორივეს სრული მხარდაჭერა აქვს” – კახა კალაძე

27
spot_img

როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, ორივეს სრული მხარდაჭერა აქვს. გუნდი არის ერთიანი. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცებისთვის“ ეს სამწუხარო ინფორმაციაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებები მმართველ გუნდში ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება

„2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში, მომავალშიც მოხდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ მერვე ყრილობისთვის ემზადება. რამდენიმე საათში ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ცნობილია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე პოლიტსაბჭოს სხდომა შედგება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს.