როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

139
spot_img

7 მარტს ქუთაისში +13 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

წვიმს ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანია დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +7 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს, დღე +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +6, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.