როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

61
spot_img

21 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გამოიდარებს ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღე +12 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს, დღე +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.