როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

55
spot_img

18 იანვარს ქუთაისში +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღე და ცოტაოდენი ნიავია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა. დღისით +6 იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში სუსტი ქარია მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი, სუსტი ქარი დაფიქსირდება.

გუდაურში აღარ თოვს. დღე 1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.