როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

151
spot_img

20 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უნალქო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +25, ღამის ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება გორშიც. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

გუდაურშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +13, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფისირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.