როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11
spot_img

12 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფოთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში გამოიდარებს. დღე +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომშიც გამოიდარებს. დღისით +30 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გორში დღისით +30 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +32 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.