როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

59
spot_img

15 აპრილს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია ნალექი.

გურჯაანშიც წვიამიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

რუსთავში დღისით +20 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.