“როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას”

116
spot_img

როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასურველია, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხები მოისმინოს ქართულმა საზოგადოებამ.

„როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ თავისი გართულებები გამოიწვია. როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხი და მისი წუხილების მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.