როდესაც ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას და ის ქართველ პოლიციელებს რუსებად მოიხსენიებს, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია -შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე

10
spot_img

როგორ შეიძლება, როცა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია გიკავია, შენს ქართველ პოლიციელებს, რომლებიც დგანან ქართველი ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე, შენ რუსები უწოდო და ეს გააკეთა მან როდესაც მათ „სპეცნაზელები” უწოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის “ტვიტის” შესახებ განაცხადა, სადაც მისი განმარტებით ზურაბიშვილმა პოლიციელებს „სპეცნაზელები” უწოდა.

„როდესაც ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას და პოლიციას რუსად მოიხსენიებს, მე მგონი, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია. როგორ შეიძლება, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია გიკავია, შენს ქართველ პოლიციელებს, რომლებიც დღისით და ღამით დგანან ქართველი ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე, შენ რუსები უწოდო და ეს გააკეთა მან როდესაც მათ „სპეცნაზელები“ უწოდა. მან ქართული პოზიციის წინააღმდეგ რუსული სიტყვა გამოიყენა. ცოტა ხანში იქნება ქართული პოლიციის დღე და მაინტერესებს, ამ დღეს როგორ აღნიშნავს, როდესაც რუსებად მოიხსენიებს ქართველ პოლიციელებს”, – განაცხადა შალვა პაპუასვილმა.

მისივე შეფასებით, ზურაბიშვილმა საქართველოს მიმართ საკუთარი დამოკიდებულება სხვა დროსაც გამოხატა და ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით გამოჩნდა გუშინ, როდესაც ქართულ პოლიციას რუსები უწოდა.