7 გზის ევროპის, 6 გზის მსოფლიოს და 2 გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფის მცდელობას, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე პასუხობს.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ეხმიანება, სადაც ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
„პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა. ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის“.
როდემდე?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს სიბოროტე ილიას! სასწავლებელში?! გვიკვირს მერე რატომ იმეტებენ დასაწვავად მამებს!”- წერს გოგა ხაინდრავა.