ფარსია სინამდვილეში, თითქოს რამე რესურსი აქვს პრეზიდენტს, რომ სარგებელი მოუტანოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“ეს არის ხელოვნური მცდელობა, ოინი, რომ როდესაც გიჭირს საქმეში, ეს საქმე ბევრი დეტალით უნდა გაართულო, რომ ადამიანებს დაუკარგო აღქმა თუ რა არის მთავრი.
პრეზიდენტმა იცის, რომ უნდა შეათანხმოს მთავრობასთან, მთავრობა მას ეუბნება არას და ხსნის ამ არას. გაგიჭირდება ქვეყნის წარმატებულად წარმოდგენა, თუ შენ წახვალ და უკან გექნება მოტოვებული შენი განცხადება, რომლითაც ამბობ, რომ საქართველო ნაკლოვანი, ცუდი სახელმწიფოა და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მას რომ კითხვა დაუსვან, მაშინ იტყუებოდი თუ ახლაო, რას იტყვის? ან უნდა დაადასტუროს იგივე, ან უნდა თქვას, რომ არასწორად ვთქვი და საქართველო იმსახურებს სტატუსსო. მოკლედ, უხერხულ მდგომარეობაშია და ეს ფარსია სინამდვილეში, რომ ვითომ რამენაირად წაეხმარება ან რამე რესურსი აქვს პრეზიდენტს, რომ სარგებელი მოუტანოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კანდიდატის სტატუსის მოპოვებას,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.