,,რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს”- პრემიერი

16
spot_img

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას ახალი შენობა სჭირდება, რასაც ყველა იზიარებს. აქედან გამომდინარე, ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება უახლოესი წლების განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.