“რესპირაციული ინფექციების შემთხვევები ორ კვირაში კიდევ უფრო დაიკლებს” – გოგინავა

39
spot_img

ქვეყნის მასშტაბით, გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ინფექციონისტების განცხადებით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა. მათი თქმით, თებერვლიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება.

„ველოდებით იმას, რომ გარკვეულწილად, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს მომავალი 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გაქრება, იმიტომ რომ მარტამდე შესაძლებელია გრიპის შემთხვევები დაფიქსირდეს და არა მარტო გრიპის, სხვა რესპირატორული ინფექციებისაც. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რისკ-ჯგუფში შემავალი მოსახლეობა დავიცვათ და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები“, – აღნიშნავს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.