თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ჩავიდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საპატიო ყარაულის თანმხლებით თავის თურქ კოლეგას ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტ შორის ოფიციალური შეხვედრა დაიწყო.
მედიის ცნობით, შეხვედრის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზება იქნება, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთის შორის დამაკავშირებელი გზა უნდა გახდეს.
ასევე ერდოღანი და ალიევი ნახიჩევანი-იგდირის გაზსადენის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას.