Red Wings-ი ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დაწყებას გეგმავს

120
spot_img

ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალ კვირას განახლდება, – Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, პირველი რეისი ქუთაისის მიმართულებით შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი ავიარეისი თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა მალცევმა.

ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს და კვირას შეასრულებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

ცნობისათვის, ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისები 2019 წლის ივლისში შეწყდა.