ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალ კვირას განახლდება, – Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, პირველი რეისი ქუთაისის მიმართულებით შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი ავიარეისი თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა მალცევმა.
ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს და კვირას შეასრულებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
ცნობისათვის, ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისები 2019 წლის ივლისში შეწყდა.