რაც რუსეთში მოხდა, კლასიკური რუსული გამბიტია -ირაკლი ქადაგიშვილი

23
spot_img

ის რაც რუსეთში მოხდა, კლასიკური რუსული გამბიტია – „სამაძერჟეცი“ და მისი მოწინააღმდეგე „ბუნტარი“, თვითმპყრობელი და უკომპრომისო დისიდენტი – ძალიან გთხოვთ, ამ სცენარს საქართველოს ნუ მოარგებთ, რადგან არც რუსეთია საქართველო და არც მიხეილ სააკაშვილია უკომპრომისო დისიდენტი, – განაცხადა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ ადეპტებს სხვისი სიმამაცითა და სხვისი სიკვდილით ვაჭრობა ახასიათებთ“.

„პატივი ეცით თქვენს ქვეყანას და სხვისი ცუდი მაგალითის თქვენ ქვეყანასთან პროეცირებას ნუ ახდენთ!

რაც შეეხება შეწყალებას, შეწყალება ჰუმანური აქტია. ჰუმანური აქტია მათ შორის დამნაშავე თანამდებობის პირებისა და პრეზიდენტების მიმართ, მაგრამ ამ ჰუმანური აქტის აღსრულების წინ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც ეს ჰუმანური აქტი უნდა შეეხოს, დღენიადაგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ბოლომდე დააზიანოს. ინანიებს იმას, რაც მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა? – არა! ის და მისი მთელი ამალა ინანიებს იმას, რაც საქართველოს ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დააბრალეს? – როცა ქვეყანას იმას აბრალებ, რომ მან შენ მოგწამლა, გაწამა და არ გიმკურნალა, ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს. როდესაც ამას მთელი საზოგადოების თვალწინ ასე უტიფრად აკეთებ და ჩვენს ქვეყანას ბოროტი გაშმაგებით ებრძვი, ამის მერე შეწყალებას ითხოვ?! – ეს არ არის შეწყალება, ეს არის ღალატი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.