საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არანაირი სერიოზული პერსპექტივა არ აქვს.
მდინარაძე ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერას გამოეხმაურა.
„მაქსიმალურად ვეცდებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ. შესაბამისად, რაც არ უნდა გაერთიანდნენ და დაიშალონ, „ნაცმოძრაობა“ და მისი აგენტები აგენტებად დარჩებიან, თავიანთი თოჯინა ეყოლებათ. მათი ლიდერი იქნება გვარამიას თოჯინა, სალომე ზურაბიშვილი. ამ გაერთიანებას არანაირი სერიოზული პერსპექტივა არ აქვს. მათ რასაც დაავალებენ, ისე იქნება. ისინი სხვადასხვა ადგილიდან იღებენ დავალებებს. შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ და თოჯინას ამიტომ არ ვასახელებ, ზუსტად ავსახავ რეალობას – ეს აღნიშნავს დავალების მიმღებებისგან დავალების მიღებას, სხვა შემთხვევაში, ასეთ ტერმინს არ გამოვიყენებდი. პრეზიდენტი გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ თოჯინა იმიტომ გახდა, რომ დავალებებს იღებს. მნიშვნელობა არ აქვს, დავალებებს საიდან მიიღებენ – „დროა“ რუსეთიდან მიიღებს და ევროპულად შეფუთავს, თუ საკუთრივ ბრიუსელიდან მიიღებენ.
ქართველი ხალხის გენეტიკური კოდი უნდა გავხადოთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს. ეს დიდმა ილიამ თქვა. მანამდე ამის გამო ადამიანები კვდებოდნენ და ახლა ვირტუალური თუ რეალური სანქციებით გვაშინებენ. ის მაინც გაგვაგებინონ, სანქცირებული ვარ თუ – არა, რომ ვიცოდე, ჩემი გადაადგილების თავისუფლება შევწირე ქვეყანას და ამით ამაყი ვიქნები. ქვეყნისთვის ადამიანები თავს სწირავდნენ და დიდი ამბავი, თუ გადაადგილების თავისუფლება შევწირე. უნდა ვიცოდეთ, რომ დავალებების შემსრულებლები საქართველოში არასოდეს მოვიყვანოთ და საქართველო ამაზე შეთანხმებულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.