აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ოთხი ბრალდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაა.
„რატომ უნდა შეეძლოს თაღლით ჯო ბაიდენს, მაიძულოს დრო და ფული დავხარჯო სასამართლო პროცესებზე, განსაკუთრებით არჩევნების წინ, მისი უსამართლობის დეპარტამენტის [იუსტიციის დეპარტამენტი] მიერ წაყენებული ყალბი ბრალდებების გამო?
რა საშინელი პრეცედენტია მომავალი საპრეზიდენტო კამპანიისთვის. ყველაფერი ეს არჩევნებში ჩარევაა და უნდა შეწყდეს!“ – წერს ტრამპი.
https://truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/110918173717605996