რატი იონათამიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაში მონაწილეობს

28
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 17-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.

მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან.