ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ქართველ ხალხს მითითებებს აძლევს. კანდიდატის სტატუსზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი ერთადერთ მიზნით უნდა, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს.
„ბევრი დაკარგეთ ამ მთავრობის ხელში. დიდი ხანია ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ევროკავშირის წევრობა, ამიტომ მისი და მისი პარტიის ქცევა დღემდე ყველაფრის წინააღმდეგი იყო, ყველაფრის, რაც შეიძლებოდა საქართველოს დახმარებოდა მიეღწია კანდიდატის სტატუსისთვის გასულ წელს. თუ საქართველოს მთავრობა მოიქცევა იმის მსგავსად, როგორც დღემდე იქცევა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება მოიგონ არჩევნები მომავალ წელს. სწორედ ეს გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს სურს წელს კანდიდატის სტატუსის მიღება.
მისთვის ნათელია, რომ ეს არჩევნების მოგებაში დაეხმარება და საქართველო კვლავ დაიწყებს მოძრაობას რუსეთისა და არა ევროკავშირის მიმართულებით. პირველი გამოსავალია, მთავრობამ შეიცვალოს დამოკიდებულება დემოკრატიული ცხოვრების გზასთან მიმართებაში და მეორე – საქართველოს მოსახლეობამ გაიაზროს, რომ შეუსაბამოა ხმის მიცემა ისეთი მთავრობისთვის, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიდის“, – აცხადებს იუკნევიჩიანე.