რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე, რომლის ორ შვილსაც სტიქიის ზონაში დღემდე ეძებენ?

501
spot_img

შოვ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ი­დან 11 დღე გა­ვი­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 24 გარ­დაც­ვლი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 9 ადა­მი­ანს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი სამი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ი­დან ორი დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ნა­ხეს ზა­ზას მე­უღ­ლე, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

და­კარ­გუ­ლი სამი შვი­ლი­დან ორი – ზაზა მესხს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სინ­ტა დე­პონ­ტი ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს უფ­როს შვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მას შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, რომ ოჯა­ხი მომ­ხდარს სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას აბ­რა­ლებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იმ კუ­თხით უნდა მო­ახ­დი­ნოს, რომ სა­შიშ ზო­ნებ­ში ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟონ.

“რთუ­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩვენ ყვე­ლა­ნი ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ და ეს არ აად­ვი­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თად მი­ღე­ბას.

ად­რეც აღ­ვნიშ­ნე, რომ ზოგს უნდა მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის პოვ­ნა და მათი დას­ჯა. ჩვენ­თვის ის, რაც მოხ­და, იყო ისე­თი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხდე­ბა მთებ­ში, სა­დაც დე­და­ბუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ძლი­ე­რი, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­მო­ი­გო­ნოს.

თუკი ქმე­დე­ბა თქვენ­თვის ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბის გზაა, ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მე ვფიქ­რობ და ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლოა, შე­იძ­ლე­ბა იყოს მხარ­და­ჭე­რი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის მო­ბი­ლი­ზე­ბა ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა, რომ მი­ი­ღონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ეს). ამას შე­უძ­ლია წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს იმა­ში, რომ მო­მა­ვალ­ში სხვე­ბის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს. ჩვენ ვერ შევ­ცვლით იმას, რაც უკვე მოხ­და…” – წერს ის.