„რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული”- სუბარი

34
spot_img

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტების პატრონები. უცხო ქვეყნის აგენტად მან სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია და აღნიშნა, რომ წინასწარ იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებენ მისი პატრონები სააკაშვილთან დაკავშირებით რთულია.

„რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს. რას ეტყვიან, ამაზე მარჩიელობა რა თქმა უნდა, წინასწარ არ შეგვიძლია.

ბევრი რამე შეიძლება იყოს: თუ მისი უცხოელი პატრონები, რომელთა მიზანი არის საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და შემდეგ საქართველოს ომში ჩართვა, უფრო ზუსტად აგენტოკრატიის დამყარება, გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვებით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უფრო დიდ შედეგს დადებს, ამ შემთხვევაში გამოაშვებინებენ. თუ გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვება მოახდენს სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ხმების მობილიზებას და საბოლოო შედეგისთვის ეს უარესი იქნება, მაშინ მას არ გამოაშვებინებენ. ახლა ისინი რას იზამენ, ამაზე მარჩიელობა, მე ნამდვილად არ შემიძლია,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.