“რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა” – მამუკა მდინარაძე

16
spot_img

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, როგორ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული და “ამის მაგალითი ელენე ხოშტარიას ოჯახია”.

„რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული, იქ დაარეგისტრიროს რაღაც ორგანიზაცია, იქაური ბანკებიდან გადმორიცხოს ფული“, – აღნიშნა მდინარაძემ.