რამდენიმე დღე დარჩა პრეზიდენტს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გასაუქმებლად და თუ ეს არ გააკეთა, დარჩება მომხრეების გარეშე და ახალ სკანდალს დაუდებს საფუძველს- გოცირიძე

461
spot_img

სულ რამდენიმე დღე დარჩა პრეზიდენტს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გასაუქმებლად და თუ ეს არ გააკეთა, დარჩება მომხრეების გარეშე და ახალ სკანდალს დაუდებს საფუძველს. – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სალომე ზურაბიშვილი, ისე რომ არ შეისწავლა კარგად სამართლებრივი მხარე და მხოლოდ ერთ დოკუმენტს დაეყრდნო, სჩადის სერიოზულ შეცდომას. მას სამი თვე კი არა აქვს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გასაუქმებლად, არამედ მხოლოდ შვიდი დღე. თუ ამ ვადაში არ გამოსცა განკარგულება, ფარცხალაძე ავტომატურად რჩება საქართველოს მოქალაქედ, რაც მისთვის დიდი სამსახურის გაწევა იქნება.
სულ რამდენიმე დღე დარჩა სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად და თუ ეს არ გააკეთა, დარჩება მომხრეების გარეშე და ახალ სკანდალს დაუდებს საფუძველს.
ქვემოთ გთავაზობთ იმ ნორმატიული აქტის შესაბამის მუხლს, რომელიც ავალდებულებს სალომე ზურაბიშვილს, ერთი კვირის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება.

-საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის დადგენილება N2

მუხლი 21

პუნქტი 2

2. შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა“,- წერს გოცირიძე.