რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნავალნი მართლაც თრომბით გარდაიცვალა -კირილ ბუდანოვი

32
spot_img

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსი ნავალნი კოლონიაში ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა – თრომბის გამო.

„შეიძლება იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მართლაც თრომბით გარდაიცვალა. ეს ასე თუ ისე დადასტურებულია. ეს ინტერნეტიდან მიღებული [ინფორმაცია] არ არის“, – განაცხადა ბუდანოვმა ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024“.

სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.