„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი”- წილოსანი

117
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„რომ ფიქრობ ახლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის.. გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის! გიორგი ვოლსკი ჩემი დიდი პატივისცემა შენ“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვოლსკის თქმით, პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობით გახარებული იყო, მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილი.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია, აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი გახარებული ადამიანის სიკვდილით, პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ღირსების თემაა რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს ასეთ  ვითარებაში, როცა ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის. აი ეს ღირსება არ გააჩნია {სტილი დაცულია} თვალთმაქცური, ყალბი განცხადებები რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ, რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა „ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია ეს კი ყველას გვესმის“.