“რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ, დასავლელმა პატრონებმა”- რატი იონათამიშვილი

18
spot_img

არჩევნებში გადაწყვეტილებას იღებს ქართული საზოგადოება. არჩევნების შედეგებს აფორმებს ის ამომრჩეველი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ, დასავლელმა პატრონებმა”.

„პირველ რიგში, არჩევნებში გადაწყვეტილებას იღებს ქართული საზოგადოება. არჩევნების შედეგებს აფორმებს ის ამომრჩეველი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს რა ტრადიცია ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ, დასავლელმა პატრონებმა. ასე ამბობენ ხოლმე ისინი, როგორც წესი და მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის არა საკუთარი ამომრჩევლების მხარდაჭერა, არამედ, მხარდაჭერა გარედან. ამითაც აჩვენებენ ისინი საკუთარ უსამშობლო ბუნებას.

ეს ასევე ძალიან კარგად და მკაფიოდ გამოჩნდა სულ ახლახან, როდესაც ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის საკონსტიტუციო განხილვები გვქონდა, საჯარო-საყოველთაო განხილვები გვქონდა რეგიონებში, სადაც აღმოჩნდა, რომ თურმე რადიკალური ოპოზიციის და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილიც კი მხარს უჭერს ამ ინიციატივას, მაგრამ ამ ინიციატივაზე საუბარს თავს არიდებს და გაურბის რადიკალური ოპოზიცია.

შესაბამისად, საკუთარ მხარდამჭერებსაც კი გაურბის და მათ ინტერესებსაც კი ღალატობს მაშინ, როდესაც ბუჩქებში იმალება და არ უნდა ამ საკითხებზე საუბარი.

მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც უკვე ეს ინიციატივაც დარეგისტრირდა ჩვენი მხრიდან, ვხედავთ, რომ ამ ინიციატივის მიზნებსა და ღირებულებებზე მათ აზრი არ გააჩნიათ და ამას არ აკრიტიკებენ, იმიტომ, რომ ამ კანონს აქვს ძალიან კონკრეტული ორი მიზანი. ერთი, ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვა და მეორე, არასრულწლოვანების დაცვა მავნე ზეგავლენისგან. მათ შორის, საუბარია უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში, საგანმანათლებლო სისტემაში, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდა. ეს უნდა იყოს აკრძალული თუ ნებადართული, მარტივი კითხვაა. ამაზე პასუხი არ აქვთ, გარბიან. მეორე კითხვა არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდეს თუ არა. ამაზეც არ აქვთ პასუხი და გარბიან. სამაგიეროდ, იწყებენ შემდეგ საუბარს, ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილად, გარკვეულწილად, რაღაც კადრები უნდა ამოიჭრას ფილმებიდან და ა.შ. რაც არის სიცრუე და სიყალბე, ვინაიდან, თუნდაც ჩვენებების დროს, საუბარი არის ასაკობრივ შეზღუდვაზე და არა კადრების სეკვესტრირებაზე“, – განმარტა რატი იონათამიშვილმა.