“რა ფარულ სპეცოპერაციასთან გვაქვს საქმე? – ირმა ჭკადუა

1419
spot_img

ადვოკატი ირმა ჭკადუა, ვივამედიდან პოლონელი ექიმის მიერ, სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის კლინიკიდან ფარულად გატანის მცდელობის შესახებ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს

,,ჩემსავით ალბათ გაოგნებულია უამრავი მოქალაქე, ვინც კლინიკა “ვივამედის” ვიდეოკადრები იხილა.
პირველ რიგში, მადლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მის თანამშრომლებს, ვინც ეს უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთა, რითიც ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები დაიცვეს.
რაც შეეხება კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა – მასზე პასუხი ყველა იმ ქვეყანამ და დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უნდა გასცეს, ვინც ახლოდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი უფლებების დაცვის სადარაჯოზეა.
ვფიქრობ, რომ კლინიკა “ვივამედში” მომხდარმა ფაქტმა პარადოქსული ვითარება შექმნა – სააკაშვილის, მისი ოჯახის და პარტიის მოთხოვნები ჩაანაცვლა საზოგადოების ინტერესმა და ჯანსაღმა მოთხოვნამ, კერძოდ, პასუხები შეკითხვებზე – რა ფარულ სპეცოპერაციასთან გვაქვს საქმე? ვინ დგას ამის უკანა? და რა მიზანს ემსახურებოდა პოლონელი ექიმების გამაოგნებელი ქმედება?
ეს ის შემთხვევაა როცა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფაქტის შესწავლა და სიღრმისეული ანალიზი. ამასთან, ყველა საშუალების გამოყენებით, ეს ვიდეომასალა უნდა მიეწოდოს მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებს.
ეს აღარ არის ქვეყნისშიდა საქმე, ეს საერთაშორისო სკანდალია და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. სახელმწიფო უწყებების ჩართულობით ეფექტური კორდინაციით საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული ფაქტი არ არის მორიგი კურიოზული შემთხვევა “ვივამედში”, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მოწვეული ექიმი იქცევა, როგორც კრიმინალი, და ცდილობს კანონის და წესების გვერდის ავლით იმოქმედოს სტუმრადმყოფ სახელმწიფოში.
ეს, არა რიგითი შემთხვევაა, არამედ ისტორიული მაგალითია. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა კარგად უნდა გაიაზროს, მომხდარი ფაქტი და გააკეთოს პოლიტიკური შეფასება დღეს თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს უბრალო შემთხვევაა და საზოგადოებას მალე მიავიწყდება შეუძლიათ დარჩნენ გიორგი ბარამიძის ნაცოდვილარი განცხადების გულშემატკივრად და ჩადგნენ იმ პოლიტიკოსთა რიგებში, რომელთა სიტყვას საქართველოში დიდი ხანია ჩალის ფასი აქვს- წერს ჭკადუა